Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ემუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის N12 დადგენილების დანართ N2– ის საფუძველზე ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის  სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებისა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის;

2. გამოცხადდეს კონკურსი დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის;

3. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პროფესორის 1 რეკომენდაცია;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • სიგელები;
  • სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
  • ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;

4. საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება  2023 წლის 11ივლისიდან 2023 წლის 22 ივლისამდე თსუ–ს მეექვსე კორპუსის 207–ე ოთახში.

5. შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • მანანა შამილიშვილი – დეკანის მოადგილე, პროფესორი
  • თამარ ქარაია - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი
  • ელენე გელაშვილი - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
  • სანდრო ტაბატაძე-ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი
  • ნათელა მონიავა - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე

6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების განთავსება და დაინტრესებლ პირთათვის გაცნობა.

7.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე